„ევროკომისიის შეფასებით, საქართველო წარმატებით განაგრძობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ეს ანგარიში მესამე შეფასებაა შეჩერების მექანიზმის ფარგლებში და იმ ქვეყნებს შეეხება, რომლებმაც უკვე დაასრულეს ევროკავშირთან დიალოგი და უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.