ფალსიფიცირების ფაქტი ქობულეთში

10 ივლისი 2020, 20:34 2646 ნახვა

ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე, ქობულეთში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტის შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს, მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილისა და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება. როგორც უწყებაში გვითხრეს, ფალსიფიკაციაში მხილებულ კომპანიას პანდემიის პერიოდში შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა. საქმიანობის განახლების შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კომპანიასა და ერთ სავაჭრო ობიექტში ამოღება ჩატარდა, საიდანაც ფიზიკურად ხდებოდა ხსენებული კომპანიის მიერ წარმოებული ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაცია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი