ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე, ქობულეთში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებული კუთვნილ საამქროში თვისობრიობა შეცვლილ ხორცის ნახევარფაბრიკატებს აწარმოებდა.
ექსპერტიზის დასკვნით, პროდუქტის შემადგენლობა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს არ შეესაბამებოდა. მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილისა და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.