ალამბრის და კონდიდის მოსახლეობა, მერთან შეხვედრის მოთხოვნით, ქობულეთის მერიის შენობასთან შეიკრიბა

09 ივლისი 2020, 18:19 1539 ნახვა

ალამბრის და კონდიდის მოსახლეობა, მერთან შეხვედრის მოთხოვნით, ქობულეთის მერიის შენობასთან შეიკრიბა. ისინი წლებია საავტომობილო გზის მოწესრიგებას ითხოვენ. მერი მოსახლეობას დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მირიან ქათამაძის განცხადებით, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, სადაც მერი მოსახლეობას ხვდება და მათ პრობლემებს განიხილავს. მოსახლეობა ამბობს, რომ გზის რეაბილიტაციაზე დაპირება მიიღეს, მაგრამ როდის მოგვარდება ეს საკითხი,კონკრეტული ვადა უცნობია. მერი ამბობს, რომ გზის ამ მონაკვეთზე, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა დაწყებულია და ორივე გზა პრიორიტეტებშია განსაზღვრული. როგორც გაირკვა, ალამბრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ზედა კონდიდის საავტომობილო გზა, აჭარის საავტომობილი გზების დეპარტამენტის ბალანსზეა და მისი რეაბილიტაცია მათ ევალებათ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი