იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, კომპოზიტორი რამდენიმე დღის წინ დაეცა, რის შემდეგაც ბარძაყის მოტეხილობა მიიღო, ის რომის საავადმყოფოში გასულ ღამეს გარდაიცვალა.
მხატვრული და ტელე-ფილმებისთვის მორიკონემ 500-ზე მეტი მუსიკა დაწერა. მუსიკას ძირითადად ვესტერნის ჟანრის ფილმებისთვის წერდა. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცაა სერჟიო ლეონე , ბერნარდო ბერტოლუჩი, პიერ პაოლო პაზოლინი და სხვები. არის ისეთი ცნობილი ფილმების კინომუსიკის ავტორი, როგორებიც არის „ერთხელ ამერიკაში“, „მალენა“, „სინემა პარადიზო“ და სხვა.
კომპოზიტორს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის 2-ჯერ ოსკარის პრემია მიენიჭა.