აჭარაში 5 კოვიდინცირებულია- მათგან ერთი სანიტარი

05 ივლისი 2020, 12:47 2373 ნახვა

რაც შეეხება აჭარას. ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 363 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 42 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.აჭარაში სულ 5 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტია ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ბოლო 2 შემთხვევა გუშინ  გამოვლინდა. მთავარის ინფორმაციით ერთ-ერთი ინფიცირებული  ინფექციური საავადმყოფოს სანიტარია, მას კორონავირუსი სამედიცინო პერსონალის გეგმიური შემოწმების დროს აღმოაჩნდა. როგორც ცნობილია ინფიცირებულს ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ ჰქონია.რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ის იმპორტირებულია. საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში ყაზახეთიდან დაბრუნდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში