გენდერული კვოტირების საკითხზე ისაუბრა „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ქალი წევრების წარდგენის დროს. მამუკა ხაზარაძის თქმით, მათი პარტია ორიენტირებულია საზოგადოებაში ქალთა ინტეგრირებაზე. ის მიესალმება პარლამენტის გადაწყვეტილებას, თუმცა კვოტირების საკითხს დისკრიმინაციად მიიჩნევს.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად სიაში ყველა პარტია, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, ვალდებულია სია ისე დააკომპლექტოს, რომ ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს.