ახალი მოწმეები გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში

04 ივლისი 2020, 18:03 1421 ნახვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატი, აცხადებს, რომ ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით,  გამორიცხა, რომ შაქარაშვილს „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა.

უფლებადამცველ ვასილ მამულაშვილის თქმით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში მას საქმის ახალი მასალები გადასცეს, რომელზეც დართულია ახალი ვიდეომასალები. ადვოკატის ამბობს, რომ საქმეზე გამოკითხულია 35-მდე ახალი მოწმე,თუმცა რა ინფორმაციას აწვდიან  გამოძიებას ახალი მოწმეები, ეს ადვოკატისთვის ჯერ უცნობია, რადგან ამბობს, რომ დეტალურად საქმის მასალებს არ გაცნობია. ცნობისთვის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ახალგაზრდაა დაკავებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი