ქრთამის აღების ფაქტზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული თბილისის ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელს დაპირდა, რომ სააგენტო არ განახორციელებდა მისი ობიექტის შემოწმებას, ან შემოწმების დაგეგმვის შემთხვევაში იგი წინასწარ გააფრთხილებდა, რისთვისაც ობიექტის მფლობელს 10 000 ლარი გამოართვა, სწორედ ამ დროს მოხდა ინსპექტორის დაკავება.
დანაშაული 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.