ტურიზმის სეზონი, რა ხანია გაიხსნა. პანდემიის გამო სფეროში შექმნილი კრიზისის პირობებში სწორედ შიდა ტურიზმზე ამყარებენ იმედებს აჭარაში როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორები. ზაფხულობით აჭარაში ჩამოსულ დამსვენებელს ზღვასთან ერთად სხვადასხვა ფესტივალი იზიდავს. ტრადიციად ქცეული ბათუმური ფესტივალების ჩატარება წელს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ზაფხულში ერთ-ერთი პირველი ბათუმის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ბლეკ სი საუნდი“ იყო. პანდემიის ფონზე, მსოფლიოში აარერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაიშალა.