არჩევნებთან დაკავშირებით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია თუ როგორ ჩატარდება პროცესები პანდემიის პირობებში? ამ თემაზე პარლამენტში რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა. ოპოზიციაში შიშობენ, რომ შემოღებულ ცვლილებებს მმართველი გუნდი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, რაც მმართველ გუნდში აბსურდულად მიაჩნიათ და აქცენტს ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებაზე აკეთებენ.