პარლამენტმა საარჩევნო კოდექსი დაამტკიცა

03 ივლისი 2020, 12:00 1104 ნახვა

94 მომხრე, ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა  მესამე მოსმენით  „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი  დაამტკიცა.  პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით ცვლილებებს ითვალისწინებს.

კერძოდ,  კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც იკრძალება, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა ეკრძალებათ.

მათ შორის არიან პედაგოგები, ასევე სსიპ-ებისა და სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლები.  ცვლილებები ეხება გენდერული კვოტირების საკითხებსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი