,,ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ -ეს იყო ევროკავშირისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დიალოგის მთავარი საკითხი. შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის გამო, რასაც მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვა ახალგორის რაიონისა და მთლიანად ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი - კორონავირუსის პანდემიის დროს.
ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.