პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ

03 ივლისი 2020, 11:53 1482 ნახვა

პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური, პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ.  განათლების სამინისტრომ შესაბამისი კანონპროექტი უკვე მოამზადა, რომლის მიხედვითაც სტუდენტები შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების შემდეგ  ჩაერთვებიან  სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ ბევრი ახალგაზრდა სწორედ აღნიშნული შესაძლებლობის არარსებობის გამო წყვეტდა სწავლას ან საწყის ეტაპზევე უარს ამბობდა პროფესიული განათლების მიღებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი