საქართველოს მთავრობა ჩარტერული რეისების გაფართოებას იწყებს. სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, რეისებს რამდენიმე ავიაკომპანია შეასრულებს. მოქალაქეებს ბილეთების შედარებით იაფად შეძენის საშუალება ექნებათ.
კრიტიკის საგნად ქცეულ „აირზენას“ შესახებ, დღეს, ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ ავიაკომპანია "აირზენას" მიერ დაგეგმილი რიგი რეისები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული იყო, თუმცა პარიზის რეისის ბილეთები ისე გაიყიდა, რომ ეკონომიკის სამინისტროდან ოფიციალური თანხმობა არ გაცემულა.
ჯენი კვანტალიანი მუშაობს თემაზე, ჯენი, რამდენიმე კომპანია დასახელდა დღეს, თუმცა თუ არის ცნობილი ვის აქვს ოპერირების სურვილი?