8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და შეწყდეს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება- საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება. ,,აქტიურ სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში, დიდი როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა.
ის, თუ როგორ მივაღწიეთ არსებითად პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია, საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად – ნათქვამია პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში. განცხადებას ხელს 19 პოლიტიკური პარტია აწერს.