მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ციხისძირში

01 ივლისი 2020, 20:28 1862 ნახვა

მოძველებულ და საფრთხის შემცველ ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ ტურისტები ციხისძირში, ყოფილი სასტუმრო „შუქურას“ მიმდებარე სანაპირო ზოლში, სადაც  კლდოვანი ადგილები ყველაზე მიმზიდველი დასასვენებელი სივრცეა და სადაც ზაფხულის ცხელ დღეებში მუდმივი ხალხმრავლობაა. ტერიტორიას კერძო მესაკუთრე ჰყავს, და ინფრასტრუქტურის  მოწესრიგებაც მისი ვალდებულებაა.

ტერიტორიის ნაწილზე სამუშაოები მართლაც მიმდინარეობს, თუმცა მთლიანობაში სურათი მაინც კრიტიკულია. ტერიტორიის ზედამხედველი აცხადებს, რომ  სარესტავრაციო სამუშაოები პანდემიის გამო დაუგვიანდათ.    ადგილობრივები და ტურისტები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოება მაინც მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა და პასუხს მერიისგან ითხოვენ, თუმცა ვერ იღებენ, მთელი დღის ლოდინისა და შეპირების  მიუხედავად, რაიმე პასუხზე ჩვენც უარი მივიღეთ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში