საარჩევნო გარიგება - ქართული  ოცნების აჭარის დეპუტაციას წევრი გამოაკლდა 

01 ივლისი 2020, 20:15 709 ნახვა

“ქართული ოცნებიდან“ „ევროპულ საქართველოში“ - არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.  ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე „ოცნებიდან“ წამოსვლისა და ერთ დროს პოლიტიკურ ოპონენტებთან გადასვლის მთავარი მიზეზად ქვეყნის დინამიკას ასახელებს.

თუმცა, თემურ კახიძის წასვლას, დილით, პარტიიდან მისი გარიცხვით დაასწრეს „ქართულ ოცნებაში“. მისივე თქმით, საკრებულოში პასიურ მდგომარეობაში იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბევრ საკითხში ხელისუფლებას არ ეთანხმებოდა. ბათუმის საკრებულომდე, უმაღლეს საბჭოში მოღვაწეობისას თემურ კახიძის სახელს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა უკავშირდება.

ქეთევან ჭყონია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში