ბათუმის საზღვაო აკადემიის 8 სტუდენტი 6 თვიან პრაქტიკულ სწავლებას გერმანულ საკრუინგო კომპანიაში გაივლის. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, წლის ბოლომდე კიდევ 15 სტუდენტის აყვანა იგეგმება.
პრაქტიკული სწავლების შემდეგ სტუდენტებს იმავე კომპანიაში ოფიცრებად დასაქმების საშუალება ექნებათ.