აჭარის კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებას პირველი მოსმენით 15-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მიხედვით, რეგიონში არსებული ექვსი მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება.
რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, 21 დეპუტატია, აქედან 3 მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით არჩეული.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ბოიკოტის ნიშნად განხილვას არ ესწრებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები.