გზისა და უშუქობის პრობლემა აქვთ, ქობულეთის სოფელ ტყემაკარავში მცხოვრებლებს. სოფელში დარჩენილი 4 ოჯახი, უშედეგობის გამო სოფლის დატოვებას გეგმავს. როგორც ამბობენ, ავტომობილით გადაადგილება მშრალ ამინდშიც რთულია. ელექტროენერგიის პრობლემის გადასაჭრელად მზის 12 ბატარეის მონტაჟი ქობულეთის მერიას შარშან 161 ათას ლარზე მეტი დაუჯდა.