აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტები შესაძლოა ხვალიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალ შენობაში გადაიყვანონ. რადგანაც კლინიკა მედალფას კოვიდმიმღები ცენტრის ფუნქცია ხვალამდე აქვს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო ცხელების ცენტრია და კოვიდ პაციენტების მიღება შეუძლია.
რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მედიკოსების ინფორმაციით არ უფიქსირდებათ პნევმონია.
აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ისინი სატვირთოს მძღოლები არაინ და კლინიკაში ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს.