"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო 15:00 საათიდან 17:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: აბუსერიძის, შარტავას, ფიროსმანის, ჯავახიშვილის, გრიბოედოვის, ვახტანგ გორგასალის, ლორიას ქუჩებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.