სპეციალური ოპერაციების ძალები ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სწავლებას გადის. ამჯერად საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების ჯგუფის ერთობლივი საჩვენებელი სწავლება - რეიდი ობიექტზე გაიმართა. წვრთნების მიზანს წინააღმდეგობის ძალების ჩამოყალიბება და მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკის დახვეწა წარმოადგენს.