"ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის". თარიღთან დაკავშირებით პარლამენტში კამპანიის დახურვის ცერემონიალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებსა და მოსწავლეებს შორის ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსების მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი საქართველოს ევროპული ინტეგრაციითა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიღწევებითა და გამოწვევებით დაინტერესება იყო.