ირაკლი კობახიძე აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში შესულ ცვლილებას, რომელიც საქართველოს ეხება, ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიასა და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის მეგობრობის შედეგად მიიჩნევს.
ცვლილება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ - გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხება. შესწორებაში რიში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, თუმცა, 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია და სასამართლოს ელოდება.
კობახიძეს გიგა ბოკერიამ უპასუხა.ცნობისთვის აშშ-ის სენატი საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და პროცესები უფრო გამჭვირვალე გახადონ, რაც მოსამართლეების დანიშვნის წესსა და მოსამართლეების მმართველი პოლიტიკური პარტიისადმი ლოიალურობასაც გულისხმობს.