19 პროცენტით გაზრდილი ტურისტების რაოდენობა

03 ოქტომბერი 2016, 00:00 4157 ნახვა

9 თვეში ტურისტთა რაოდენობა 19.5%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8.6%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. გიორგი ჩოგოვაძის თქმით, სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 631 ათას  302 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.  ჩოგოვაძის განცხადებით, სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან განხორციელდა. 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 194 მილიონ  დოლარს.  

ამავე კატეგორიაში