დღეიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება. განაცხადების მიღება 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზეა შესაძლებელი. ტესტირების შედეგების მიხედვით, პროფესიულ განათლებას სახელმწიფო დააფინანსებს. მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რესურსცენტრებში და საინფორმაციო ცენტრებში.