ბათუმის თერთმეტ საჯარო სკოლაში პირველკლასელთა ადგილები დაამატეს. ჯამში დამატებით 350 ადგილი გამოიყო. აღნიშნულ ადგილებზე რეგისტრაცია ამ წუთებში საიტზე - https://registration.emis.ge/-ზე იწყება. ახალი ადგილები არ გამოყოფილა ქალაქის ცენტრალური უბნების სკოლებში.
რეგისტრაცია 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დრომდე ბათუმში 2671 პირველკლასელი დარეგისტრირდა . სკოლებში ჯამში 407 ადგილი დარჩა. პირველკლასელებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყო ქობულეთის სამ სკოლაში.