დღეს ქვეყანაში 3 ახალი კოვიდ ინფიცირების ფაქტი გამოვლინდა, რომლიდანაც 2 საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო 1-ის ინფიცირების წყაროს კვლევა მიმდინარეობს. შემთხვევების რაოდენობა 911-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან პაციენტი განიკურნა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 768 ს მიაღწია. რაც შეეხება აჭარას რეგიონში ამ დროისთვის არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ არის. ჩატარებული 337 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.
ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 37 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. რეგიონი მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს.