სულიკო ჟღენტის 95 წლის იუბილე

22 ივნისი 2020, 20:42 2495 ნახვა

ქართველი კინოდრამატურგი, რომლის სახელსაც არაერთი ცნობილი ფილმი უკავშირდება. ჯარისკაცის მამა, ნერგები, წუთისოფელი, ფესვები, ბურთი და მოედანი, ღიმილის ბიჭები, რაჭა ჩემო სიყვარულო, ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი, ჩამოთვლა კიდევ შორს წაგვიყვანს. ამ ყველაფერის შემოქმედს კი 95 წელი შეუსრულდებოდა. სულიკო ჟღენტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სცენარის გარდა, 4 წიგნის ავტორია. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების დიდი ნაწილი ბათუმს უკავშირდება, სწორედ აქ დაიწერა ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფილმის „ჯარისკაცის მამის“ სცენარი. 18 წლის ასაკში, ომში მოხალისედ მალულად გაპარულის მიერ მიღებული ჭრილობა და მის მოსაძებნად წასული მშობლები, კინო შედევრის შექმნის ინსპირაცია გახდა. სცენარზე, სულიკო ჟღენტთან ერთად , სერგო ზაქარიაძე და რეზო ჩხეიძე მუშაობდნენ. დღეს ,ბათუმში, დგას სულიკო ჟღენტის ბიუსტი და არის მისი სახელობის ქუჩა. “სულიკო ჟღენტის შემოქმედება ქართული და მსოფლიო კინომემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.საკუთარი წარმოებებით მან ქართული კინო საერთაშორისო წარმატებისა და აღიარების რთულ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.” – ასე გამოეხმაურა კინოდრამატურგის იუბილეს საქართველოს პრეზიდენტი.  

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში