ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტოვებს. როგორც დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა განცხადებას საქართველოს პრეზიდენტს დღესვე გაუგზავნის.
დოლიძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭო ვეღარ იქნება ასპარეზი მისი ბრძოლისთვის, რადგან მის წინააღდეგ დაიწყო "ორკესტრირებული პიარკამპანია".
შეგახსენებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. ამის შემდეგ საბჭოს ამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობდა, რომ ეს უკანონოა.
გარდა ამისა, თანამდებობის დატოვებისკენ დოლიძეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მოუწოდეს.