"ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი“-ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას.
აშშ-ის საელჩო პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს.
,, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.