420 მოსწავლეზე გათვლილი შენობა საკლასო ოთახებით, კაბინეტებით, სააქტო და სპორტული დარბაზებით, ბიბლიოთეკით, სასადილოთი, სამედიცინო და კომპიუტერის ოთახებით- ბათუმის 23-ე საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 მილიონ 150 ათას 465 ლარია. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ტერიტორიაზე დაიგება დეკორატიული ფილები და გაკეთდება ბორდიურები, მოეწყობა ასევე კორდის საფარი და ადგილები გამწვანებისთვის. ბათუმის N23 სკოლა ერთ-ერთია იმ სასწავლო დაწესებულებებს შორის, რომელიც მზის ელექტროსადგურით აღიჭურვება.