ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს

18 ივნისი 2020, 17:15 1197 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერ ალეკო ელისაშვილთან და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. შესაბამის მემორანდუმს დღეს  მოაწერეს ხელი.

თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეორე არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კანონი ანა დოლიძეს პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს და ურჩევს მას დატოვოს საბჭო. საპასუხოდ დოლიძე აცხადებს, რომ ჯანეზაშვილის რეაქცია სამწუხაროა და ამას ე.წ. სასამართლო კლანის მიზნებს უკავშირებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი