შეხვედრა თურქეთის კონსულთან

18 ივნისი 2020, 17:51 2306 ნახვა

საათნახევარი გაგრძელდა  მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრისა, თურქეთის კონსული მაქბულე ქოჩაკის შეხვედრა. ე.წ. კანონიერი ქურდის ოჯახის წევრმა განაცხადა, რომ კონკრეტული პასუხი ამჯერადაც ვერ მიიღო და დეტალური ინფორმაცია მოთხოვნებთან დაკავშირებით, კონსულმა ამ შეხვედრის შემდეგ მიიღო.

პარალელურად საკონსულოსთან  მიმდინარეობდა მსჯავრდებულის მხარდამჭერების აქცია.

ე.წ. კანონიერი ქურდის ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით ამ დრომდე შიმშილობს 15 ადამიანი და ითხოვენ ორი ქვეყნის შესაბამისმა უწყებამ კანონის ფარგლებში იმოქმედოს და ელოდებიან პასუხს, როდის დასრულდება საექტრადაციო პროცედურები, რომელიც საქართველოს პროკურატურის განცხადებით უკვე მიმდინარეობს

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში