მარადიდის მცხოვრებლებმა ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს

17 ივნისი 2020, 20:09 1928 ნახვა

სოფელ მარადიდში მცხოვრები ოჯახების ნაწილი, ელექტროსადგურის მშენებელ კომპანიასთან ქონების გამოსასყიდ  თანხაზე წლებია ვერ შეთანხმდა. მოსახლეობა, ამბობს, რომ  ჰესის მშენებელი კომპანიის „აჭარენერჯი 2007“- ის მიერ შეთავაზებული ფასი  მათი საცხოვრებელი სახლების,  საკარმიდამო და სასოფლო დანიშნულების ნაკვეთების საბაზრო ღირებულების შესაბამისი არ არის.

ისინი ინვესტორისგან  ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქონების დათმობას არ აპირებენ. მრავალწლიანი  დავის შემდეგ, სახელმწიფომ მარადიდის მოსახლეობისთვის კერძო საკუთრების იძულების გზით ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. კომპენსაციით არც იმ ოჯახების ნაწილია კმაყოფილი ვინც თანხა უკვე აიღო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი