მეწყრული პროცესები ქედაში

02 ოქტომბერი 2016, 00:00 3070 ნახვა

მესამე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელ ბელტურში  მცხოვრები 4 ოჯახი. როგორც საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, ჩამოწოლილი მიწის გაწმენდა სველი ნიადაგის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები ხვალ დაიწყება. სამ დღიანი უამინდობის შედეგად მეწყერი ქედის 11 სოფელში გააქტიურდა, 10 მიმართულებით გზები უკვე გაწმენდილია. გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა, მეწყერმა საფრთხე შეუქმნა სოფელ გულებში დიასამიძეების საცხოვრებელ სახლს. სტიქიის კერებთან აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები ამ დრომდე აგრძელებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს. თუ რა ოდენობის ზარალი  მიაყენა ქედის მუნიციპალიტეტს სტიქიამ, ჯერჯერობით უცნობია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში