ოფიციალურად გერმანიის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მიუნხენის "ბაიერნი" ქვეყნის ჩემპიონია. "ბაიერნმა" ტიტულის მოგება ზედიზედ მერვედ შეძლო. 32-ე ტურის შეხვედრაში "ბაიერნი" სტუმრად ბრემენში "ვერდერს" ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 0-1 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი პოლონელმა გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. მიუნხენელებს ამ დროისთვის 76 ქულა აქვთ და ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდეს . "ბაიერნმა" ისტორიაში კი ოცდამეათედ მოახერხა "ბუნდესლიგის" ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. "ბუნდესლიგაში" ახლა ინტრიგა ევროტურნირებზე გამსვლელთა შორის და გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს შორის დარჩა. მიუნხენელებმა ჩემპიონობა ბრემენში მოკრძალებულად აღნიშნეს, მათ 8 ნომრიანი მაისურები ეცვათ, რომელიც სიმბოლურად ზედიზედ მერვე გამარჯვების აღნიშნავდა.