ხმაური იყო ვარკეთილში, შერეული ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც გუშინ გვიან ღამით ხანძარი იყო.დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილმა, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადა, რისი უფლებაც საპატრულო პოლიციამ მათ არ მისცა.
მოვაჭრეები ადგილზე ბაზრობის ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მისვლას ითხოვდნენ. ბოლო ინფორმაციით ხანძრის შედეგად 4 ათასამდე კვადრატულ მეტრ ფართობზე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი.