საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაზეს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა. მისი შემცვლელის ვინაობა თავმჯდომარის პოსტზე დაახლოებით ორ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი. ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა 2016 წლის ოქტომბრიდან, თუმცა ის მოსამართლე 2010 წლის 15 ივნისს გახდა. თუ ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პლენუმი მიიღებს.