ევროპული საქართველოს ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ოპოზიციის ერთიან სიაზე "უდროოს" უწოდებს და იმედოვნებს, რომ ამ ინიციატივას მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლის საბაბად არ გამოიყენებენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ყველა ჯგუფი ერთიან სიაში გაერთიანდეს. გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის ერთიანობის "ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა".