ქართველ მებრძოლს მერაბ დავლიშვილს აბსოლიტურ საბრძოლო ჩემპიონატში მეტოქე შეეცვალა. როგორც დაანონსებული იყო დვალიშვილს რეი ბორგთან უნდა ეჩხუბა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბორგის შვილის ჯანმრთელების მდგომარეობა გაუარესდა და სწორედ ეს გახდა დაპირისპირების ჩაშლის მიზეზი. მერაბის ახალი მეტოქე კი გუსტავო ლოპესი იქნება.
ბრძოლა 14 ივნისს ლას ვეგასში გაიმართება. გუსტავო ლოპესს UFC-ში დებიუტი ექნება. კარიერაში კი 11 მოგება და 4 მარცხი აქვს.
რაც შეეხება მერაბს, მას აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში 5 ბრძოლა აქვს ჩატარებული აქედან 3 მოიგო და 2 წააგო. ქართველმა ბოლო სამი ბრძოლიდან სამივეს მოგება შეძლო.