მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სრული შემადგენლობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით ოპოზიცია აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართავს. მათ მიაჩნიათ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის გადაყენება ახლა დროულია, რადგან მათივე მტკიცებით მაუწყებელში მიმდინარე პროცესები და პრიორიტეტების შეუსრულებლობა უნდა გახდეს იმპიჩმენტის საფუძველი.
მრჩეველთა საბჭოს ის სამი წევრი კი, ვინც ქართული ოცნების კვოტით არიან, ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, უფლებამოსილების შესრულებას თავს არიდებენ.
(ფოტო:არქივი)