ადამიას განცხადება დარღვევებზე

01 ოქტომბერი 2016, 00:00 3920 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის” ხელმძღვანელი ქალაქის სხვადასხვა უბანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრას აპროტესტებს. ლაშა ადამიას თქმით, ამ დროისთვის ყველაზე მეტი რაოდენობით სახელისუფლო გუნდის პლაკატებია გაკრული, თუმცა კანონს სხვა ოპოზიციური პარტიებიც არღვევენ. მისი თქმით, მერია ამ დარღვევებზე რეაგირებას არ ახდენს. ადამია ამბობს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით ძველი ბათუმიდან გრიბოედოვის ქუჩის ჩათვლით საარჩევნო-სააგიტაციო პლაკატების გაკვრა სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა არსად არ არის დაშვებული. 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე პარტიას ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკვე მიმართა გაფრთხილებით, მათ გადაეგზავნათ საკრებულოს დადგენილების მიხედვით შემუშავებული რეგულაციები. პარტიებმა საკუთარი პლაკატები ორი დღის განმავლობაში უნდა ჩამოხსნან. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ადმინისტრაციული წესით, კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში