მოქმედი კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ მოქმედი პრემიერი იყოს საპარლამენტო სიაში, ამაზე ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე უპასუხა კითხვას, რამდენად შეიძლება ვიხილოთ სიაში მამუკა ბახტაძე და აღნიშნა, რომ მასთანაც შეიძლება, იყოს ამაზე საუბარი, თუ ბახტაძეს ასეთი ინტერესი აქვს. პრემიერმა ჟურნალისტების კითხვას - შესაძლებელია თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში იყოს, ასე უპასუხა: "ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ".