განახლებული შენობები

01 ოქტომბერი 2016, 00:00 4392 ნახვა
00:00
00:00

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დღესვე ბათუმსა და ხელვაჩაურში სასამართლოების  განახლებული შენობები დაათვალიერა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ორი ახალი სასამართლო დარბაზი ექნება, რომელიც უახლესი ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვა. უფრო მასშტაბური სამუშაოები ჩატარა ხელვაჩაუის რაიონული სასამართლოს შენობაში. კაპიტალურად გარემონტდა შენობის სახურავი, ფასადი, წყლის და უსაფრთხოების  სისტემები. განახლებული შენობები სრულად არის  ადაფტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. სარემონტო სამუშაოები საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში