საქართველოს მთავრობის წევრებმა 2020 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი მოიწონეს. პარლამენტში შესულ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს, ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები აკრიტიკებენ.
კანონმდებლები ამბობენ, რომ მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს, რაც კრიზისის ფონზე აუცილებელი იყო, ასევე, საუბარია აღებული ვალის არამიზნობრივ ათვისებაზეც. დოკუმენტის განხილვისათვის დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მისვლას ითხოვენ.