რომის პაპის წმინდა მესა სტადიონზე

01 ოქტომბერი 2016, 00:00 3756 ნახვა

“ცუდია, როცა ჩაკეტილ საეკლესიო “მიკროკლიმატს” ვეგუებით; კარგია, როცა ვრცელ და იმედისმომცემ ჰორიზონტებს ვეზიარებით - ასე მიმართა რომის პაპმა მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილებს.  პონტიფიკოსმა აღნიშნა, რომ საქართველოში უამრავი ბებია და დედაა, რომლებიც კვლავაც ინახავენ და გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას. დღესვე “მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში”, დაგეგმილია პაპის შეხვედრა მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებთან, ფრანცისკე პირველი შეკრებილ სასულიერო პირებს, სიტყვით მიმართავს. მოგვიანებით რომის პაპი საქართველოს პატრიარქთან ერთად მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში