აბიტურიენტებს გამოცდის წინა დღეს ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთება და საგამოცდო ცენტრში ცნობის წარდგენა მოუწევს, რომ კოვიდინფიცირებული არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საგამოცდო სივრცეში არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი, რომელიც შეიძლება ინფექციის გავრცელების წყარო გახდეს.
''კოვიდინფექციის მთავარი კლინიკური გამოვლინებაა: ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა. ამიტომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სიმპტომებით ადამიანი იყოს წინასწარ დიაგნოსტირებული, რომ არ შევიდეს საგამოცდო სივრცეში ინფიცირებული. მოგეხსენებათ მსგავსი სიმპტომები ახასიათებს სეზონურ გრიპსაც, სხვადასხვა დაავადებებს, ამიტომ აბიტურიენტი არ უნდა ჩავაყენოთ ისეთ მდგომრეობაში, რომ თუ მას აქვს ალერგია ან აქვს ჩვეულებრივი გაციება, სურდო, ზოგიერთს ნორმალურ ტემპერატურად 37 გრადუსი აქვს არ დაგვეჩაგროს, არ იყოს მისი გამოცდის გადავადების ან არ დაშვების აუცილებლობა.
თუ რამდენიმე დღით ადრე გამოცდებამე აბიტურიენტს ეს სიმპტომები აქვს, მან უნდა მიმართოს პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ანუ ოჯახის ექიმს და ასეთი ადამიანი იქნება რეფერირებული პისიარ კვლევაზე და ეს კვლევა მათთვის უფასო იქნება. ამისთვის არანაირი ფინანსური ტვირთვის გაღება არ მოუწევთ'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, თუ აბიტურიენტს ტემპერატურასთან ერთად სხვა სიმპტომებიც ექნება, სპეციალური პროტოკოლით დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ იზოლირებულ ოთახში.
''თერმოსკრინინგი აუცილებელი პროცედურა იქნება და თუ აბიტურიენტს დაუფისრუდება ტემპერატურა და აქვს წინასწარ გაკეთებული კოვიდზე ანალიზი, რომ ის უარყოფითია მაშინა, არის პროტოკოლი თუ როგორ ვიქცევით გამოცდაზე. თუ ტემერატურასთან ერთად სხვა სიმპტომებიცაა, მაშინ სხვა სპეციალური პროტოკოლია დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით, რომ გამოირეცხოს ყველა მოულოდნელობა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ტემპერატურა, ხველა და სუნთქვის გართულება თუ კორონავირუსი ტესტირებით დადასტურებული არ არის არ შეიქმნას ბარიერად აბიტურიენტის'' - განაცხადა გამყრელიძემ.